
ბესო ორთოიძე - კობახიძესთან შეხვედრაზე: „პოზიციები არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“
23/12/2024 15:08:32 საზოგადოება
„პოზიციები მთავრობის მხრიდან არის იგივე, რასაც საჯაროდ აფიქსირებენ“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში ოთხსაათიანი შეხვედრის შემდეგ დეველოპერული კომპანია „არსის“ გენერალურმა დირექტორმა ბესო ორთოიძემ.
მან თქვა, რომ შეხვედრაზე განსხვავებული პოზიციები არ მოუსმენიათ, თუმცა იყო მეტი კონკრეტიზაცია.
კითხვაზე იყო თუ არა საუბარი ახალ არჩევნებზე, „არსის“ გენერალურმა დირექტორმა განმარტა, რომ ბიზნესის ნაწილს ეს მოთხოვნა აქვს დაფიქსირებული და საუბარი ამ საკითხსაც შეეხო, თუმცა როგორი იყო „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა დამოკიდებულება საკითხზე არ დაუკონკრეტებია.