დავითაშვილი აღიარებს, რომ შს მინისტრის სანქცრიება ინვესტიციებზე აისახება

23-12-2024 19:27:44 პოლიტიკა ,ეკონომიკა

"ქართული ოცნების" მთავრობის ეკონომიკის მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აღიარებს, რომ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის სანქციება უცხოურ ინვესტიციებზე აისახება.

„დიახ, რა თქმა უნდა. ეს ნეგატიურად აისახება, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ისიც ვთქვი, რომ მე დარწმუნებული ვარ ამისი საფუძველი გვაქვს, რომ ამ მდგომარეობას შევცვლით, გამოვასწორებთ [აშშ-ის] ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება, ჩემი მოლოდინით, დარწმუნებული ვარ ამაში, მჭიდრო, კარგი თანამშრომლობა, ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობა განახლდება და ავა ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე...

ძალიან ბევრი საერთო მოგვცემს წინაპირობას, იმის საფუძველს, რომ ჩვენ ძალიან წარმატებული თანაშრომლობა გვქონდეს ამერიკის ადმინისტრაციასთან 2025 წელს. ამიტომ ეს ვითარებაც გამოსწორდება, ინვესტორების აღქმა იქნება პოზიტიური და შევინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავითაშვილმა.

დღეს ვიცე-პრემიერი და ირაკლი კობახიძე ოთხი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ ბიზნესმენებს. შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო დაინიშნა.

26 დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდება პროტესტი „ქართული ოცნების" გადაწყვეტილების გამო, ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენოს ევროკავშირში გაწევიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები