
ზურაბიშვილი: დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, როგორ ვიქნები, სად ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი
23/12/2024 15:37:29 პოლიტიკა
ვნახოთ, როგორ ვიქნები, სად ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქცები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი ვიდეომიმართვისას. 29 დეკემბერს ხმოსმების მიერ არჩეული პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. "ქართული ოცნების" ხელისუფლება, ზურაბიშვილს ფაქტობრივად, დაპატიმრებით დაემუქრა, თუ არ დატოვებს ორბელიანების სასახლეს.
"29-ზე [დეკემბერი] ბევრი რამ ისმის. ვიღაცეებს ჰქონიათ, რომ შემაშინებენ, დამაშინებენ რაღაც მუქარით მელაპარაკებიან და მე მგონი, მაინც ვერ მიცნობენ. ან ეს არის მცდელობა, რომ ამაგდონ და მე ვთქვა, რომ „აბა რა“. მეორეს მხრივ (და ძალიან მადლობელი ვარ) მესმის ასევე საზოგადოებიდან და ბევრი სხვადასხვა ჯგუფებიდან, „აბა რა, დავიცავთ პრეზიდენტს“. მაგრამ დასაცავიც არ ვარ, არც მეშინია და ვნახოთ, როგორ ვიქნები, სად ვიქნები 29-ის მერე, მაგრამ ვიქნები ის, რაც ვარ - პრეზიდენტი თავისი სიმბოლიკით, თავისი დატვირთვით, თავისი დამოუკიდებლობით და იქნება ეს პრეზიდენტი თქვენი ყველასი მსახური. თქვენ გემსახურებით, როგორც ვემსახურები ქვეყანას და სამშობლოს“,- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას.