Accentnews.ge
მაკკოლი: ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია, საჭიროა

მაკკოლი: ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია, საჭიროა

23/12/2024 16:32:02 პოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი თვლის, რომ ქართველი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია, საჭიროა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების ოსტატის - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები დიდი ხანია, საჭიროა. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა ამ აქტორებს პასუხისმგებლობა დაეკისროთ ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების დაცვაზე უარის თქმის გამო“, - წერს რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S