
ედგარს რინკევიჩსი: პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგს მხარს ვუჭერ, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია
23/12/2024 17:05:48 პოლიტიკა
პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი სოციალურ ქსელში წერს სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოში არსებული ვითარების შესახებ სატელეფონო საუბარი მქონდა.
პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის დაწყების წინადადებას მხარს ვუჭერ, რათა საქართველოს ევროპული გზა და არსებული კრიზისის მოგვარება უზრუნველყოფილი იქნას. პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარა მიუღებელია“, - წერს ედგარს რინკევიჩსი.