
ფოთში აქტივისტ ელისო ჯანაშიას თავს დაესხნენ
23/12/2024 18:54:28 საზოგადოება
ფოთში აქტივისტ ელისო ჯანაშიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
"ლიმენაში" მოგვივარდა ორი "ქოცი" ქალი და მე პირადად ფიზიკურად გამისწორდა, ახალგაზრდები ლანძღა, გარყნილები გვეძახა",- ამბობს ჯანაშია.
ვიდეოში, რომელსაც ჯანაშია ავრცელებს, ჩანს რომ ერთ-ერთი ქალი აგრესიულად არის განწყობილი, იმუქრება და აქტივისტს თავს ესხმის.
ადგილზე პოლიცია და სასწრაფო განოიძახეს.
მოგვიანებით გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც ჯანაშიასთვის მიყენებული დაზიანებებია ასახული.