
25 დეკემბერს "ერთიანობის მარში" გაიმართება
23/12/2024 19:32:14 საზოგადოება
25 დეკემბერს, 19:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ საქართველოს აზერბაიჯანელი სომეხი, ქურთი, ქისტი, ებრაელი, ბერძენი, უდი, ქართველი, აფხაზი და ოსი მოქალაქეების საპროტესტო მსვლელობა გაიმართება:
"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები - აზერბაიჯანელი, სომეხი, ქურთი, ქისტი, ებრაელი, ბერძენი, უდი, ქართველი, აფხაზი, ოსი - ვიკრიბებით 25 დეკემბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთიანობის მარშით დავიძრათ საქართველოს პარლამენტისკენ!
ჩვენი ერთიანობით ვუერთდებით საერთო-სახალხო მოთხოვნებს, განთავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი, სამართლიანი არჩევნები და აღდგეს საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში!
შემოგვიერთდით! ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია!
ერთიანობის მარშზე დაიშვება მხოლოდ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, სხვა სახელმწიფოების დროშები არ დაიშვება".