
რიში: საქართველოში აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმების პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ
23/12/2024 19:38:49 პოლიტიკა, ციტატა
"უნდა დასრულდეს საქართველოში უწყვეტი თავდასხმები აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე. ამ შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ",- წერს პლატფორმა X-ზე აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრი ჯიმ რიში.