Accentnews.ge
პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო

პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება გააცნო

23/12/2024 20:59:19 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ პეტრ პაველს, შვედეთის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსოს, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩს ესაუბრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, პრეზიდენტმა ევროპელ კოლეგებს გააცნო "ქართული ოცნების" დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილისადმი მისი შეთავაზება, რაც არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი.

"შეთავაზება გულისხმობს შეხვედრას ორ მთავარ საკითხზე შესათანხმებლად, რაც არის ახალი არჩევნების თარიღი და ეუთო/ოდირის დასკვნის საფუძველზე არჩევნებისთვის ახალი პირობების განსაზღვრა", - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S