
კურტისი: მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს
23/12/2024 21:05:06 პოლიტიკა
მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს, - აცხადებს ამერიკელი კონგრესმენი და არჩეული სენატორი ჯონ კურტისი.
„საქართველოს რუსეთის ძალაუფლების ქვეშ ადრეც უცხოვრია. მათ ამის გამეორება აღარ სურთ. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვს“, - წერს რესპუბლიკელი ჯონ კურტისი.