Accentnews.ge
პეტრ პაველი: ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის

პეტრ პაველი: ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს და საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის

24/12/2024 06:13:18 პოლიტიკა

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი მხარდაჭერას უცხადებს ქართველ კოლეგა სალომე ზურაბიშვილს და "საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის". ამის შესახებ იგი პლატფორმა X-ზე წერს სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტთან განიხილა ქვეყანაში მიმდინარე ბოლო მოვლენები.

"გასულ პარასკევს ეუთო-მ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, რამაც განაპირობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ზარი უახლესი მოვლენების განსახილველად. მან ინფორმაცია მომაწოდა არა მხოლოდ ოქტომბრის არჩევნებში არსებული სხვადასხვა ხარვეზის შესახებ, რომლებიც ანგარიშშია ხაზგასმული, არამედ მიმდინარე რეპრესიების, ძალადობისა და ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოს სულ უფრო და უფრო აახლოებს რუსეთთან. ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - წერს პეტრ პაველი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S