Accentnews.ge
ჩეხეთის ელჩი: პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა

ჩეხეთის ელჩი: პეტრ პაველმა სალომე ზურაბიშვილს რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში დახმარება შესთავაზა

24/12/2024 06:18:10 პოლიტიკა

საქართველოსა და ჩეხეთის პრეზიდენტებს შორის უკვე მეორე სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ კუბერნატი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

დიპლომატი აცხადებს, რომ პეტრ პაველმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შესთავაზა მხარდაჭერა ქვეყანაში არსებულ რთულ სიტუაციასთან გამკლავებაში.

მანამდე, ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა, რომ ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.

„ვთავაზობ ჩემს მხარდაჭერას პრეზიდენტს ამ რთული ვითარების ნავიგაციის ძალისხმევაში, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აგრძელებენ ბრძოლას ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის“, - დაწერა პაველმა სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S