
ლარს ლოკე რასმუსენი: საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ OSCE/ODIHR–ის დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს
24/12/2024 06:35:20 პოლიტიკა
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით OSCE/ODIHR –ის დასკვნას ეხმიანება.
როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, დასკვნა დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს.
„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნებამდე და არჩევნების დღეს არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით დანიის მიერ გამოხატულ შეშფოთებებს ადასტურებს, მათ შორის, ამომრჩეველთა ფართოდ გავრცელებულ დაშინებასა და ხმების ყიდვასთან დაკავშირებით“, - წერს იგი.