Accentnews.ge
ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

ლევან მგალობლიშვილი: აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ

23/12/2024 12:51:33 საზოგადოება

დევნილების წინაშე არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, აფხაზეთის მთავრობის აპარატში ამოქმედდა ცხელი ხაზი - 143, სადაც მოქალაქეები ყველა საჭირო კითხვაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ლევან მგალობლიშვილის თქმით, დევნილი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების სრული იდენტიფიცირება მოხდება და აფხაზეთის მთავრობა მათზე დროულ რეაგირებას მოახდენს.

„მომავალი წლიდან ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ დროებით დევნილ საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციას. მოხდება პრობლემების იდენტიფიცირება და მათი ოპერატიულად მოგვარება“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, აფხაზეთის მთავრობის ცხელ ხაზთან დაკავშირება მოქალაქეებს ნომერზე - 143 შეეძლებათ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S