
კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
23/12/2024 13:43:43 თავდაცვა, რეკლამა
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. თავდავის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ.
კადეტებს მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემდა ლიცეუმის დირექტორმა, პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და თავდაცვის ძალებისთვის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მნიშვნელობა აღნიშნეს.
საახალწლო ღონისძიებაზე კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამა შესთავაზა. მოზარდებმა მხატვრული, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.