
ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია
24/12/2024 07:04:08 მსოფლიო
აშშ-ის 42-ე პრეზიდენტი ბილ კლინტონი ჰოსპიტალიზებულია.
მედიის ცნობით, 78 წლის კლინტონი ვაშნგტონის კლინიკაშია მოთავსებული.
"პრეზიდენტი კლინტონი დღეს შუადღისას სიცხის მომატების გამო მოათავსეს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებისა და დაკვირვებისთვის. ის მხნედ არის", - წერს კლინტონის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე ანხელ ურენია სოციალურ ქსელში.