
ვინ გამოუცხადა ბოიკოტი თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას
24/12/2024 07:06:46 პოლიტიკა
თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომას, სადაც თბილისის მერი კახა კალაძე ბიუჯეტს დასამტკიცებლად წარადგენს, არც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები დაესწრებიან.
განცხადება ფრაქციის „თბილისი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ თამარ ხვედელიანმა საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
"ასეთ ვითარებაში, ცხადია, არ დავესწრებით დღევანდელ სხდომას კორუმპირებულ, მოღალატე და მოძალადე „ოცნების“ უმრავლესობასთან ერთად. ჩვენ პროტესტის ნიშნად ვტოვებთ სხდომას და დღეს, 19:00 საათზე ყველას გელოდებით დედაქალაქის მთავარ გამზირზე.ერთად მოვითხოვოთ ახალი არჩევნები და ივანიშვილის მიერ მძევლად აყვანილი, უკანონოდ დაპატიმრებული ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება“- განაცხადა თამარ ხვედელიანმა.
გარდა „გახარია საქართველოსთვის“, საკრებულოს სხდომას არ ესწრებიან "კოალიცია ცვლილებისთვის", „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ და "ძლიერი საქართველოს" წევრი დეპუტატები.