იაპონიის საელჩომ თბილისს საკურას 100 ნერგი აჩუქა
19/02/2020 15:41:01 საზოგადოება
საქართველოში იაპონიის საელჩომ თბილისის მერიას საკურას 100 ნერგი აჩუქა.
დედაქალაქის მერმა და იაპონიის ელჩმა ნერგები თბილისის ბოტანიკურ ბაღში დარგეს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას, საელჩოს და ბატონ ელჩს. ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობები, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის და დარწმუნებული ვარ, რომ სამომავლოდ ხალხსა და ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაღრმავდება ეს ურთიერთობები. იაპონია არის უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა და სასიხარულოა კონკრეტული პროექტი, რომელიც ბოტანიკურ ბაღში იქნა განხორციელებული. 100 ძირი საკურას ნერგი კიდევ უფრო დაამშვენებს ჩვენს ბაღს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.


