Accentnews.ge
კალაძე: "ჩვენს გასაკეთებელს ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი"

კალაძე: "ჩვენს გასაკეთებელს ვერც ტრამპი გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი"

24/12/2024 10:38:45 პოლიტიკა

"ჩვენ უნდა დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ჩვენ რატომ დაგვიჭირა ხალხმა მხარი - იმიტომ რომ გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ტრამპი აირჩია ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობამ და ის რა თქმა უნდა გაატარეს ამერიკის ინტერესს, ისევე როგორც ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს. ჩვენს გასაკეთებელს აქ, ვერც ტრამპი ვერ გააკეთებს და ვერც რომელიმე ევროპული ქვეყნის წარმომადგენელი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

23 დეკემბერს „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე".

  • "ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდეგ პერიოდზე და რატომ? ტრამპის ორი მთავარი დაპირება გახსოვთ ხომ, სუბიექტურად რომ ვთქვათ, ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს, ერთი – ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი და მეორე, "deep state"-ს დამარცხება", – განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.

"დამოკიდებული იქნება ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას. რამდენად შეძლებს, რომ დასრულდეს ომი და როგორ დაამარცხებს ის ამ არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში. თუ ის მთლიანად შეძლებს ამოძირკვოს და დაამარცხოს, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება, მაგრამ თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება. აქ პიროვნებაზე კი არ არის დამოკიდებული და ვიღაცას მოსწონს ტრამპი, არ მოსწონს, მას მოვწონვართ ჩვენ, არ მოვწონვართ, ამაზე კი არ არის დამოკიდებული, რამდენად ის შეძლებს თავისი იმ დაპირების შესრულებას, რომ მან "deep state", შესაბამისი არაფორმალური გავლენები ამოძირკვოს, ამ შემთხვევაში, საქართველოსთან დამოკიდებულება აბსოლუტურად შეიცვლება, მაგრამ თუ ეს გართულდა, რაც უფრო გართულდება, რაც უფრო ვერ შესრულდება ეს პირობა, მით უფრო, რთულად გვექნება ჩვენ ბევრი რაღაც გადასატანი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ცნობისთვის: "ქართული ოცნება" აშშ–სთან ურთიერთობების შეცვლისა და უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების კუთხით იმედებს ტრამპის გამარჯვებაზე ამყარებდა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით, მითუმეტეს ამხელა ქვეყნის, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენ ვერანაირად ვერ ჩავერევით. ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით ითქვას. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ს პრეზიდენტი. „ოპოზიცია არა მხოლოდ აკრიტიკებდა ტრამპს, გახსოვთ როგორი უხეში, შეურაცხმყოფელი ტერმინებით მოიხსენიებდნენ ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს. დღეს ოპოზიციის რიტორიკა შეიცვალა, რადგან ტრამპი მათი გათვლებით, დიდი ალბათობით, იგებს არჩევნებს, თუმცა ვერავინ დაივიწყებს იმ უხეშ რიტორიკას, რომელსაც ისინი იყენებდნენ წლების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ 22 ივლისს.

5 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის მორიგი სანქციების შესახებ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მას იმედი აქვს, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ „ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით“:

"ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, ასეთ სიყალბეს არც ერთ ამერიკულ განცხადებაში არ შევხვდებით"

  • "20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი",– განაცხადა კობახიძემ 9 დეკემბერს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S