Accentnews.ge
მოლდოვაში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

მოლდოვაში მაია სანდუს ინაუგურაცია გაიმართა

24/12/2024 12:32:09 მსოფლიო

მაია სანდუმ საპრეზიდენტო ფიცი დადო. მან მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა.

„პირველი მანდატის დროს თავდადებით ვიმუშავე და ამას კიდევ უფრო მეტი სულისკვეთებითა და ენერგიით გავაგრძელებ. ოთხი წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ერთად ის შევძელით, რაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა", – განაცხადა მან.

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართა.

მაია სანდუმ ხმების 55,35% მიიღო, მისმა ოპონენტმა პრორუსმა ალექსანდრ სტოიანოგლომ კი – 44,65%. საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები 28 ნოემბერს დაადასტურა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S