Accentnews.ge
სხვიტარიძე: უმიზეზოდ დამიწყეს ცემა, ერთ-ერთი პოლიციელი მახრჩობდა - ვიგუდებოდი და ვითიშებოდი

სხვიტარიძე: უმიზეზოდ დამიწყეს ცემა, ერთ-ერთი პოლიციელი მახრჩობდა - ვიგუდებოდი და ვითიშებოდი

24/12/2024 13:33:06 საზოგადოება

ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ აქტივისტ საბა სხვიტარიძის ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო. მისი ვერდიქტი 27 დეკემბერს გაირკვევა.

მას შსს ორ ეპიზოდს ედავება - გზის ხელოვნური გადაკეტვა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა.

პროცესზე სხვიტარიძემ მისი დაკავება გაიხსენა.

"ჩემი დაკავება მოხდა უმიზეზოდ, არც არავის განუმარტავს, რომ კანონს ვარღვევდი. პოლიციას არ გაუჟღერებია მოთხოვნა მაშინაც, როცა კორდონი დაიძრა - ჩვენ უკან მივდიოდით. მოშორებით ვიყავით პოლიციისგან, როცა ჩოჩქოლი ატყდა, იქითკენ წავედი, რომ გამეგო, რა ხდებოდა. ამ დროს, გამოვარდა ერთი პოლიციელი, დამეტაკა, ჩანთა მესროლა - ჩემთვის სრულიად გაურკვეველი იყო, რა ხდებოდა - რატომ დამეტაკა ... ამის შემდეგ რამდენიმე პოლიციელმა დამიჭირა და დაიწყეს ჩემი ცემა, თავში მირტყამდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ერთადერთი, ვყვიროდი, "გამიშვით, რა გინდათ?!"... ბოლოს ერთ-ერთი მახრჩობდა ... კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ვიღაც ეხვეწება, "გაუშვით, დაიხრჩობა"...ვიგუდებოდი და ვითიშებოდი... ამ დროს შემაგდეს დაკავების მანქანაში. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ დამიჭირეს, ასეთი აგრესია რამ გამოიწვია პოლიციაში ვერ მივხვდი. აქციის მონაწილეები არ იყვნენ აგრესიულად განწყობილები",- თქვა სხვიტარიძემ.

სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. მას პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S