24-12-2024 23:51:38 საზოგადოება
სპორტდარბაზი "ასპრია ფიტნესი" ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დინამოს სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ფილიალში ნიღბიანი პირები შევიდნენ და განცხადებაში აღნიშნავენ მხოლოდ იმას, რომ დარბაზის ინვენტარის დაზიანების შესახებ ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვავრცელებთ განცხადებას, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია „ასპრია ფიტნესის“ ინვენტარის დაზიანების შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს.
„ასპრია ფიტნესის“ დინამოს ფილიალში არის სიმშვიდე და მომხმარებლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ვარჯიშს”, - ნათქვამია „ასპრია ფიტნესის“ განცხადებაში, რომელიც მათ "ფეისბუქის" ანგარიშზე ვრცელდება.
მანამდე, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "100-მდე ადამიანი ადგილზე კონკრეტულ პირს, გიორგი უბილავას ეძებდა, რომელიც მათივე თქმით, ქვემო ქართლის გუბერნატორის, გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფების წევრია".