
ფაშინიანი რუსეთში დაგეგმილ დსთ-ს ლიდერთა სამიტს არ დაესწრება
25/12/2024 05:40:26 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებს დამოუკიდებელ სახელმწიფთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგში მასპინძლობს .
ფაშინიანის ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიზეზად დასახელებულია კორონავირუსული ინფექცია კოვიდი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით, 23 დეკემბერს ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა, 25 დეკემბერს კი - უარყოფითი და ჩვეულ სამუშაო რეჟიმს უბრუნდება, თუმცა, კოლეგებთან მოთათბირებით მონაწილეობას არ მიიღებს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში.
სანქტ-პეტერბურგში სამიტი დღეს გაიმართება, ხოლო ხვალ, 26 დეკემბერს დანიშნულია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბჭოს სხდომა. ფაშინიანის ინფორმაციით, ამ ფორუმში მონაწილეობის გადაწყვეტილებას 25 დეკემბერს, დღის ბოლომდე მიიღებს.