Accentnews.ge
უკრაინაში საჰაერო განგაშია

უკრაინაში საჰაერო განგაშია

25/12/2024 06:00:58 მსოფლიო

დღეს, 25 დეკემბერს დილით უკრაინის ყველა ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა რუსეთის სარაკეტო შეტევის გამო.

დილის 9 საათისთვის ქალაქ ხარკოვზე, სულ მცირე, შვიდი დარტყმის და ხანძრების შესახებ იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაცია. წინასწარი მონაცემებით, მძიმედ დაშავდა სამი ადამიანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ცნობით, რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებულია ენერგომომარაგების შეზღუდვის რეჟიმი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S