მარნეულში ჯარისკაცი დაიღუპა

25-12-2024 11:35:01 თავდაცვა

მარნეულში ჯარისკაცი დაიღუპა.

„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, -ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, Aktual.ge იუწყებოდა, რომ "მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამხედრო ნაწილში, ჯარისკაცი დაიღუპა".

"მიზეზად იარაღთან უყურადღებო მოპყრობა სახელდება", – იტყობინებოდა გამოცემა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები