Accentnews.ge
ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია

25/12/2024 08:56:22 მსოფლიო

რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი მენიაილომ უარყო, რომ ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრში დილით მომხდარი აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მან ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ შენობა გაზიფიცირებული არ არის.

მენიაილოს განცხადებით, აფეთქების მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ვლადიკავკაზის სავაჭრო ცენტრ „ალანია მოლში” მომხდარმა აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი. წინასწარი ოფიციალური ვერსიით, რომელსაც რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებდა „ოპერატიულ სამსახურებზე” დაყრდნობით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

ამასთან, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა უარყო სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ დღეს ვლადიკავკაზის ტელეანძის რაიონშიც მოხდა აფეთქება, რომელიც დრონით შეტევამ გამოიწვია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S