
სანდუ: რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეაღწია
25/12/2024 10:15:33 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა.
სანდუს ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის დროს რუსულმა რაკეტამ მოლდოვის საჰაერო სივრცე დაარღვია.
"rოცა მოლდოვა და უკრაინა შობას ზეიმობენ, კრემლი ნგრევას ირჩევს, მიზანში იღებს უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას და რაკეტით არღვევს მოლდოვის საჰაერო სივრცეს. მოლდოვა გმობს ამ ფაქტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს", – დაწერა სანდუმ სოციალურ ქსელში.
მაია სანდუ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის შეღწევის დეტალებს არ აკონკრეტებს.