25-12-2024 14:21:50 პოლიტიკა ,საზოგადოება
საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა. ფაქტის ამსახველი “სქრინი” “აჭარა თაიმსმა” მოიპოვა.
საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ელექტრონული ფოსტიდან მიუვიდათ.
ფაქტს არ უარყოფს საზღვაო აკადემიის რექტორი მურთაზ დევაძე და აღნიშნულს "შეცდომით" ხსნის:
“უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს "ეს რა გააკეთეო?!" მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა,” – განუცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ "აჭარა თაიმსს".