
ყაზახეთში თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა
25/12/2024 11:25:08 მსოფლიო
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრეს–სამსახურის ცნობით, ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან თვითმფრინავის კატასტროფისას გადარჩენილთა რაოდენობა 28 ადამიანიდან 32-მდე გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, გადარჩენილები კლინიკაში არიან გადაყვანილნი.
25 დეკემბერს ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან აზერბაიჯანის ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი Embraer 190 ჩამოვარდა. ის ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა.
წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.
ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, მგზავრებს შორის 37 აზერბაიჯანის მოქალაქეა, 16 - რუსეთის, 6 - ყაზახეთის და 3 - ყირგიზეთის.
კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება განიხილება.