25-12-2024 17:43:48 საზოგადოება
„აგარის შაქრის” ქარხანაში პროტესტია, დასაქმებულები ხელშეკრულებით გაფორმებული ბოლო თვის – დეკემბრის ანაზღაურებას მოითხოვენ. პროტესტის მონაწილეები დღეს ქარხანასთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, ხელფასი დაბალია და მენეჯმენტისგან ჰქონდათ სიტყვიერი დაპირება 20%–იან მატებასა და პრემიის გაცემაზე.
გაფიცული თანამშრომლები ამბობენ, რომ თუ ქარხანა მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ისინი დღესვე გააგრძელებენ მუშაობას.
გაფიცულ თანამშრომლებს ქარელის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი შეხვდა.
ქარხანაში 450 ადამიანია დასაქმებული.