Accentnews.ge
"ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში" - ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა

"ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში" - ოპოზიცია პრეზიდენტს შეხვდა

25/12/2024 17:08:56 პოლიტიკა

25 დეკემბერს საქართველოს პრეზიდნეტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში კვლავ შეხვდა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს.

შეხვედრის შემდეგ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიციამ ფიზიკური მხარდაჭერა გამოუცხადა სალომე ზურაბიშვილს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ ისინი 29 დეკემბრის შემდეგ მასთან, სასახლეში დარჩებიან.

"მე შევთავაზე სრული მხარდაჭერა პრეზიდნეტს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, დავრჩეთ 29 დეკემბრის შემდეგაც სასახლეში და ის გამოვაცხადოთ ერთადერთ ადგილად, სადაც ლეგიტიმური საქართველოს პრეზიდენტი იქნება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი შეთავაზება, სხვა ყველა ფორმასთან ერთად, რომელიც იქნება ლეგიტიმური სამართლიანი და არაძალადობრივი. ერთ-ერთი მექანიზმი არის ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ მის გვერდზე ფიზიკური თანადგომა და სასახლიდან არგასვლა", - თქვა ანა დოლიძემ.

დოლძემ, ასევე აღნიშნა, რომ ბარირგადალახული პარტიები საქართველოს პრეზიდენტთან ერთად განიხილავენ ის დოკუმენტს, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებს, "რომლის მიხედვითაც საქართველოში შეიძლება ჩატარდეს ახალი არჩევნები".

"ბევრ მექანიზმზე იყო საუბარი - პირველი რაც აქ მოხდება, წარდგენილი იქნება პირობები რომლის მიხედვითაც შეიძლება ჩატარდეს ჩვენთვის მისაღები სამართლიანი არჩევნები. ადვილი არ არის, ჩვენ უნდა მოვიცვათ ფართო საზოგადოებრივი ფენები და ამიტომა რის აქ შეხვედრები".

ამ ეტაპზე უცნობია თავად პრეზიდენტის პოზიცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S