Accentnews.ge
ნანა კოსტავა საკრებულოს ტოვებს

ნანა კოსტავა საკრებულოს ტოვებს

31/05/2019 11:26:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან "ქრონიკას" განუცხადა.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით, იგი არ აპირებს, სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულ ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს.

ცნობისთვის: ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”. 

მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.

აღსანიშნავია, რომ ნანა კოსტავასთვის  ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. კერძოდ, 2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს. 

"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა მაშინ კოსტავა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრს ბოიკოტი გამოუცხადეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S