Accentnews.ge
რუსეთმა ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

რუსეთმა ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

25/12/2024 19:30:11 მსოფლიო

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის ჰელსინკის კომისია, კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (CSCE), "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიზეზად, სხვა მიზეზებთან ერთად, დასახელებულია ჰელსინკის კომისიის მიერ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენისადმი მიმართვა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესახებ.

"[ჰელსინკის კომისიის] აქტივობები მიმართულია რუსეთში სოციო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ; ამ ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეული სამსახურისა და იურიდიული სისტემის დისკრედიტაციას ახდენს". - წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S