
იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მლრდ დოლარს გადასცემს
26/12/2024 05:29:37 მსოფლიო
იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.