
ჯო ბაიდენი: თავდაცვის უწყებას მივმართე, გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა
26/12/2024 05:45:02 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა.
„შობის პირველ საათებში რუსეთმა უკრაინის ქალაქებისა და კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ რაკეტებისა და დრონები ტალღები გაუშვა. ამ აღმაშფოთებელი თავდასხმის მიზანი იყო უკრაინელი ხალხის ზამთარში სითბოსა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვება“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.
მისი თქმით, თავდაცვის უწყებას მიმართა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების ზრდა გააგრძელოს.
"უკრაინელი ხალხი იმსახურებს მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ცხოვრებას და შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააგრძელონ უკრაინის გვერდით დგომა, სანამ ის რუსეთის აგრესიაზე არ გაიმარჯვებს. ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ასობით საჰაერო თავდაცვის რაკეტა მიაწოდა და კიდევ უფრო მეტი გზაშია. მივმართე თავდაცვის უწყებას, გააგრძელოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების მკვეთრი ზრდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.