
Reuters: სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებთან დაპირისპირების შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა
26/12/2024 06:37:32 მსოფლიო
სირიის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერი ძალები პოლიციელებს ქალაქ ტარტუსის მახლობლად მოულოდნელად დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 14 პოლიციელი დაიღუპა და 10 დაშავდა, - იუწყება Reuters.
ამასთან, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში „კომენდანტის საათი“ დააწესა, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.