
პრეზიდენტი: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია
26/12/2024 08:49:07 პოლიტიკა
"პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია. საპროტესტო აქციები ერთთვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ წსელში წერს.
ცნობისთვის: 25 დეკემბერს თბილისში ერთიანობის მარში გაიმართა, რომელშიც, მათ შორის სომეხი, აზერბაიჯანელი, ებრაელი და სხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეები მონაწილეობდნენ.