Accentnews.ge
"ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას"  - ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

"ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას"  - ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი

26/12/2024 09:39:46 პოლიტიკა

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე "ქართული ოცნების" 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას ემიჯნება და საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას გმობს.

"მე როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ცალსახად ვემიჯნები 28 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.

მიმაჩნია, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია,არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს.

ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მიმართ,სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოდ, რომ აღსრულდეს ნება ქართველი ერისა. წინ ევროპისაკენ!" - წერს მიხეილ ბუცხრიკიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S