Accentnews.ge
საქართველოში ნაგვის რაოდენობა ბოლო 8 წელში 44%-ით გაიზარდა

საქართველოში ნაგვის რაოდენობა ბოლო 8 წელში 44%-ით გაიზარდა

26/12/2024 10:23:03 საზოგადოება

ნაგავსაყრელებზე განთავსებული მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობამ ბოლო 8 წელში 341 900 ტონით მოიმატა. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 774 700 ტონა იყო, 2023 წელს კი 1 116 600 ტონა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი ავრცელებს. ზრდა 44%-ია.

წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია:

  • 2015 წელი – 774 700 ტონა
  • 2016 წელი – 870 300 ტონა
  • 2017 წელი – 922 100 ტონა
  • 2018 წელი – 977 400 ტონა
  • 2019 წელი – 994 600 ტონა
  • 2020 წელი – 973 300 ტონა
  • 2021 წელი – 1 005 900 ტონა
  • 2022 წელი – 1 045 100 ტონა
  • 2023 წელი – 1 116 600 ტონა

უწყების მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად , თითქმის 100 კგ-ით გაიზარდა ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობაც. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 207.8 კგ იყო. 2023 წელს კი 302.2 კგ.

წლების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია:

  • 2015 წელი – 207.8 კგ
  • 2016 წელი – 233.5 კგ
  • 2017 წელი – 247.2 კგ
  • 2018 წელი – 262.5 კგ
  • 2019 წელი – 267.6 კგ
  • 2020 წელი – 261.1 კგ
  • 2021 წელი – 272.7 კგ
  • 2022 წელი – 279.4 კგ
  • 2023 წელი – 302.2 კგ

საქსტატის ინფორმაციით, მონაცემების წყარო შპს თბილსერვის ჯგუფი, შპს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, შპს სანდასუფთავება, ა(ა)იპ ქობულეთის სანდასუფთავება, შპს ქედის კომუნალურსერვისი, ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალური სერვისია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S