
ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები არ მიიწვიეს
26/12/2024 10:41:32 პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ მიიწვია. ეს ინფორმაცია დღეს ასევე სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა.
"ელჩები მოწვეულები არ არიან. ამ ინაუგურაციაზე უცხოეთის წარმოადგენლების მოწვევა არც იყო გათვალისწინებული. დარბაზს გარკვეული შეზღუდვებიც აქვს - ეს მთავარი ფაქტორია. მთავარია, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, ესწრებოდნენ კოლეგიის წევრები, ასევე ის, რომ სრულად იყვნენ წარმოდგენილები საკონსტიტუციო ორგანოები" - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინაუგურაცია, რომელიც 29 დეკემბრისთვისაა, ჩანიშნული, პარლამენტში გაიმართება. იმ დღეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონის შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.
ცნობითვის: პრორუსული "ხალხის ძალის" წარმომადგენელი, უმაღლესი განათლების არმქონე ყოფილი ფეხბურთელი და დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო და პირველი, ვინც აირჩია არა მოსახლეობამ - პირდაპირი არჩევის წესით, არამედ კოლეგიამ, რომელშიც უმრავლესობას ისევ და ისევ "ქართული ოცნება" ფლობს.
დღემდე ყაველაშვილს სადავო პრეზიდენტობა მხოლოდ ბელარუსმა და სერბეთმა, ასევე საქართველოს მეზობელმა ქვეყნებმა - სომხეთმა, აზერბაიჯანმა და თურქეთმა მიულოცეს.