Accentnews.ge
"ვამაყობ მერაბიშვილის შემართებით და სიმტკიცით. ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება"

"ვამაყობ მერაბიშვილის შემართებით და სიმტკიცით. ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება"

20/02/2020 06:59:30 საშინაო პოლიტიკა

"ვამაყობ მერაბიშვილის შემართებით და სიმტკიცით. ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება", – ასე ეხმიანება საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.

“მივესალმები ვანო მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნას, მრავალწლიანი უდანაშაულოდ პატიმრობის შემდეგ.მე ვამაყობ მისი გაუტეხელობით, შემართებით და სიმტკიცით. ვეთანხმები, რომ ივანიშვილი აუცილებლად დასრულდება. დასრულდება არა ჩვენი პირადი გრძნობების გამო, არამედ იმიტომ, როგორც ვანომ თქვა, ჩვენ ქვეყანას სჭირდება წინსვლა და განვითარება. მოვუწოდებ ყველას შერიგებისკენ, არა წარსულისკენ, არამედ მომავლისკენ სწორებისკენ”, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S