Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ქართული ოცნება“ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ქართული ოცნება“ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს

26/12/2024 10:45:15 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საგარეო უწყება ავრცელებს.

„საქართველოში რამდენი კვირის განმავლობაში ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს დემონსტრაციებს ევროპული მომავლისთვის. საქართველოში მოსახლეობის უმეტესობას სურს, ქვეყანამ ევროპული გზა გააგრძელოს, თუმცა „ქართული ოცნება” დაშინებითა და ძალადობით რეაგირებს.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაკავშირებული იყო რეფორმების მკაფიო დაპირებებთან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ საგანგაშო უკუსვლას. „ქართული ოცნების” მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ჩვენ უნდა განვიხილოთ ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებაც.

„ქართული ოცნება“ ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ პარტნიორობას დიდი რისკის ქვეშ აყენებს. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდამჭერი პროექტები.

ჩვენ, როგორც ევროკავშირი, კონსულტაციებს ვაწარმოებთ შემდგომი ზომების შესახებ. ახლა „ქართული ოცნების” პასუხისმგებელ პირებზეა დამოკიდებული, ყველაფერი გააკეთონ, რათა დასრულდეს ღრმა პოლიტიკური კრიზისი, აღადგინონ ნდობა და რეალური პერსპექტივა შესთავაზონ ქართველებს", – ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S