Accentnews.ge
ბერბოკი: პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ზომებს ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული, პერსონალური სანქციებით დამთავრებული

ბერბოკი: პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ შემდგომ ზომებს ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული, პერსონალური სანქციებით დამთავრებული

26/12/2024 11:13:30 პოლიტიკა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ "გერმანია ევროპელ პარტნირებთან ერთად განვიხილავს შემდგომ ზომებს ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული, პერსონალური სანქციებით დამთავრებული". ამის შესახებ ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული.

"ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებში და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც საფრთხე შეუქმნა გერმანიასთან საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას.

„შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდამჭერი პროექტები. ამავდროულად, ჩვენ განვიხილავთ შემდგომ ზომებს ჩვენს ევროკავშირელ პარტნიორებთან ერთად, ქართველი ოფიციალური პირებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებიდან დაწყებული, პერსონალური სანქციებით დამთავრებული. ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა, ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყველა ქართველისა და ქართველისთვის კარგი მომავლისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S