
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო, დაჭრილია ერთი პირი
26/12/2024 11:18:08 საზოგადოება
თბილისში, დოლიძის ქუჩაზე სროლა იყო. მომხდარის შედეგად დაჭრილია ერთი პირი.
დაჭრილი ჰოსპიტალიზებულია
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.