Accentnews.ge
გიგა სოფრომაძე: "სამსახურიდან გამათავისუფლეს"

გიგა სოფრომაძე: "სამსახურიდან გამათავისუფლეს"

26/12/2024 11:23:42 საზოგადოება

გიგა სოფრომაძე, რომელიც თბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა, აცხადებს რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"სამსახურიდან გამათავისუფლეს. 8- წლიანი მუშაობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდი, აღარ ყოფილა საჭირო. არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი მეწყინოს, თუ გავბრაზდე, მაგრამ კითხვები მაქვს. რა უნდა მითხრან, რით უნდა დამემუქრონ, რამდენი უნდა გადამიხადონ, რომ არამც თუ ჩემს თანამშრომელზე, არამედ ვინმეზე რამე ზედმეტი დავწერო?! თქვენს, მკადრებლების და მომწონებლების "ღირსებაზე" იყოს", - წერს იგი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს დოკუმენტებს, რომელშიც მიმართვის საფუძვლად წერია, რომ სოფრომაძის შტატგარეშე პოზიცია საჭიროებას აღარ წარმოადგენს, რადგან ჯანდაცვის და სოციალურ ყველა პროგრამას ჰყავს კოორდინატორი.

გიგა სოფრომაძე ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ხელი მოაწერა თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, რომელშიც ისინი "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილად გაემიჯნენ.

4 დეკემბერს "ქართული ოცნების" გენმდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გაემიჯნენ.

11 დეკემბერს კალაძე ირწმუნებოდა, რომ "მერიაში დაგეგმილი რეორგანიზაცია პოლიტიკურ პროცესებთან კავშირში არ არის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S