Accentnews.ge
PHR: აქტივიზმის გამო თათია დათაშვილს შეურაცხმყოფელი და მუქარის შეტყობინებები გაუგზავნეს

PHR: აქტივიზმის გამო თათია დათაშვილს შეურაცხმყოფელი და მუქარის შეტყობინებები გაუგზავნეს

26/12/2024 12:43:21 საზოგადოება

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) აცხადებს, რომ აქტივიზმის გამო აქტივისტს, უფსლებადამცველ თათია დათაშვილს შეურაცხმყოფელი და მუქარის შეტყობინებები გაუგზავნეს.

"PHR ეხმიანება აქტივისტისა და უფლებადამცველის, თათია დათაშვილის მიმართ უკიდურესად შეურაცხმყოფელი და სიძულვილის შემცველი ენის გამოყენებას, მისი აქტივიზმისა და საქმიანობის გამო.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ კერძო პირების მხრიდან აქტივისტებსა და უფლებადამცველებზე თავდასხმა წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან, რაც გამომდინარეობს მსგავსი ქმედების დაუსჯელობის ტენდენციასა და სიძულვილის წამახალისებელი პოლიტიკიდან. ასევე, სახელმწიფო პოლიტიკა, ერთმნიშვნელოვნად, არაა ორიენტირებული ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაცვაზე.

ორგანიზაციამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწრაფი და ადეკვატური ზომების მიღება მოითხოვა.

2024 წლის 25 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტ ქალს, თათია დათაშვილს გაუგზავნეს უკიდურესად შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეტყობინებება, მისი საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირების გამო", – აცხადებენ PHR–ში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S