Accentnews.ge
"ვუერთდები პროტესტს" - სოციალურმა მუშაკმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა

"ვუერთდები პროტესტს" - სოციალურმა მუშაკმა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა

26/12/2024 14:20:31 საზოგადოება

სოციალურმა მუშაკმა ანა ლომთაძემ პროტესტის ნიშნად, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო დატოვა.

ის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის განყოფილების სოცმუშაკის პოზიციაზე მუშაობდა.

"საერთოდ არ ვაპირებ, არასდროს, ავტორიტარულ რეჟიმს შევეგუო. ვფიქრობ, პირველი, რაც ადამიანმა უნდა შეძლო, არის, რომ გულგრილად არ უყურო, როცა შენ გვერდით მეორე ადამიანს უსამართლოდ ექცევიან. ამას არაფერი ამართლებს, წერტილი.

ისე, გლობალური ომის პარტია ვერ მაშინებს. საშიში ისაა, როცა ბოდვების დაჯერებას იწყებ. ფიქრობ, რომ ფსიქოპათების ტვინებიდან უწყვეტ ნაკადად გადმოდენილი სისულელე შენ არ დაგსვრის. სახელმწიფო და ყველა სახელმწიფო სისტემა ადამიანების კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს და არა ძალადობრივი ჯგუფების ვიწრო ინტერესებს". - წერს ლომთაძე სოციალურ ქსელში და საკუთარი განცხადების ასლს აქვეყნებს.

განცხადებაში ლომთაძე საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ უერთდება ქვეყანაში მიმდინარე პროტესტს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S