ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი: დეკემბრის პირველ ორ კვირაში 221 კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა

26-12-2024 19:41:18 საზოგადოება

კვლევითი ორგანიზაცია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი წევრი ასოციაციებისა და ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, დეკემბრის პირველ ორ კვირაში– 1-14 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში 221 კომპანიამ 5 მილიონზე მეტი იზარალა.

"გამოიკითხა 221 ორგანიზაცია - 31 განთავსების ობიექტი, 81 გიდი, 20 კვების ობიექტი, 7 საკონფერენციო სივრცე, 7 ტურისტული ტრანსპორტი, 46 ტურისტული კომპანია, 18 ტუროპერატორი. საერთო ზარალი ლარში არის 5 281 604", - ნათქვამია ალიანსის განცხადებაში.

მისი ცნობით, გამოკითხულთა 34% აფიქსირებს, რომ 50%-დან 80%-მდე ჯავშნები გაუქმდა, ხოლო გამოკითხულთა 43% აფიქსირებს მიმდინარე გაყიდვების შემცირებას 50%-დან 80%-მდე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები