Accentnews.ge
"მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს, რომ მისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია"

"მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს, რომ მისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია"

20/02/2020 07:49:37 საშინაო პოლიტიკა

"ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია",- ასე გამოეხმაურა დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შს ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გათავისუფლებასა და მის მიერ გაკეთებუ განცხადებებს.

მისი შეფასებით, „ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ".

"ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია, მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე აზრით, ის სასჯელი, რომელიც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.

„ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს და განიცდის“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე აზრით, "[მერაბიშვილის] დღევანდელი განცხადებები იმაზე მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები კვლავ ძალადობაზე არიან ორიენტირებული".

„თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტორებული და არა კონსტრუქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილის პერსპექტივებს, მისი აზრით, "თუ ვანო მერაბიშვილი ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, მაშინ ის უნდა დაიშალოს":

„თუ ვანო მერაბიშვილი იმ ოპოზიციურ გაერთიანებაში მივა, სადაც სხედან, თუ ოდნავ თავმოყვარე ადამიანები არიან, ეს იქნება ბომბის ჩავარდნის ტოლფასი, მაშინ ეს გაერთიანება უნდა დაიშალოს. ალბათ, ხელისუფლებამ მაგიტომ გააკეთა, რომ დაშალოს ეს ოპოზიციური გაერთიანება“,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

რაც შეეხება "დამხობის" შესახებ მერაბიშვილის განცხადებას, მისი შეფასებით, ეს იურისტების გასარჩევია, შეიცავს თუ არა ეს განცხადება დანაშაულის ნიშნებს:

„ეს იურისტების გასარჩევია, თუმცა ყურს ძალიან ცუდად მოხვდა. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში განვითარებაზე არის ორიენტირებული და ფიქრობს, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ცივილური, ჩვენ ვიცით, ვინც დაამხეს ამ ქვეყანაში ერთხელ,ზვიად გამსახურდია, ამას ვიმკით დღემდე და ამ რიტორიკის მატარებელი ადამიანები არ იმსახურებენ გარეთ ყოფნას“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის: საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დღეს დატოვა. მას თავისუფლების აღკვეთის ვადა ამოეწურა.

როგორც მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარში განაცხადა, იგი იძლევა გარანტიას, რომ ერთ წელიწადში ეს ხელისუფლება დასრულდება. ამასთან, მერაბიშვილის თქმით, „დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S