უილსონი: "კორუმპირებული ივანიშვილი ცდილობს, საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს, თუ ეს მოხდება, უნდა შევწყვიტოთ საქართველოს ფინანსური დახმარება"

26-12-2024 22:29:55 პოლიტიკა

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში დღეს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ “კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს.“

"კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარული და ამერიკის მტერი, ცდილობს საქართველოს დემოკრატია დიქტატურად აქციოს. თუ ეს მოხდება, უნდა დავაყენოთ ამერიკა პირველ ადგილზე და შევწყვიტოთ საქართველოს ფინანსური დახმარება", - წერს უილსონი.

ცოტა ხნით ადრე, მან ასევე დაწერა, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია:

„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღეს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები